საფეხბურთო ბლოგი ”PREmatch” გადავიდა ახალ მისამართზე!

December 22, 2011 Leave a comment
გაცნობებთ რომ საფეხბურთო ბლოგი “Prematch” გადავიდა ახალ მისამართზე www.prematch.ge საიტს დაემატა ახალი ფუნქციები და სამომავლოდ იგეგმება კიდევ არაერთი სიახლე!
გელით ჩვენს ახალ ვებ გვერდზე!

საფეხბურთო ბლოგი ”PREmatch” გადავიდა ახალ მისამართზე!

December 22, 2011 Leave a comment
გაცნობებთ რომ საფეხბურთო ბლოგი “Prematch” გადავიდა ახალ მისამართზე www.prematch.ge საიტს დაემატა ახალი ფუნქციები და სამომავლოდ იგეგმება კიდევ არაერთი სიახლე!
გელით ჩვენს ახალ ვებ გვერდზე!

საფეხბურთო ბლოგი ”PREmatch” გადავიდა ახალ მისამართზე!

December 19, 2011 Leave a comment
გაცნობებთ რომ საფეხბურთო ბლოგი “Prematch” გადავიდა ახალ მისამართზე www.prematch.ge საიტს დაემატა ახალი ფუნქციები და სამომავლოდ იგეგმება კიდევ არაერთი სიახლე!
გელით ჩვენს ახალ ვებ გვერდზე!

Feyenoord – Twente Preview

December 18, 2011 Leave a comment
    ჰოლანდიის ერედივიზიონის მე–17 ტურის ცენტრალური მატჩი დღეს როტერდამში შედგება, რომელშიც ადგილობრივი “ფეინორდი” “ტვენტეს” დაუპირისპირდება. როტერდამელებმა შინ გამართულ ბოლო თამაშში პრინციპული მეტოქე “პსვ” დაამარცხეს და დღესაც სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან. თუმცა როტერდამელებს დამატებით სირთულეს შეუქმნის გუნდში არსებული მცირე საკადრო პრობლემები. მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან: კაი რამსტეინი და გუიონ ფერნანდესი. ასევე საეჭვოა მატჩში სეკუ სისეს მონაწილეობაც.
    ”ტვენტე” კი “დე კუიპს” ყოველგვარი დანაკლისის გარეშე ესტუმრება. ყველა წამყვანი მოთამაშე მწყობრშია და გუნდი მეტად პრინციპულ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში ხვდება. მართალია კო ადრიანსეს შეგირდებმა შუა კვირაში კრაკოვში დათმეს მატჩი “ვისლასთან”, თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ აღნიშნული შეხვედრა ჰოლანდიური კლუბისათვის არაფერს აღარ წყვეტდა და ადრიანსემაც პოლონეთში გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა.
    უფასო პროგნოზი – X2
     Free bet – X2




     სტატია მომზადებულია გუნდების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე დაყრდნობით.

St. Johnstone – Celtic Preview

December 18, 2011 Leave a comment
    ”სენტ ჯონსტონის” ბანაკიდან სასიხარულო ცნობები გავრცელდა. დიდი შანსია მასპინძლებს დაუბრუნდეთ გუნდის ტრამვირებული ლიდერები: კევინ მუნი, ჯოდი მორისი და ფრანცისკო სანდანცა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ლომასმა თავი შეიკავა აღნიშნულ თემაზე საუბრისგან და განაცხადა რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების დღევანდელ მატჩში მონაწილეობა. მისი განცხადებით უკვე ცნობილია რომ “სელტიკთან” უმძიმეს დაპირისპირებაში ვერ დაეხმარებიან გუნდს: ფრეზერ რაიტი (მცველი) და ჩილიან შერიდანი (ფორვარდი).
    ”სელტიკს” კი თავის მხრივ უბრუნდებიან გუნდის მცველები: ტომას როგნე და ბადრ ელ–კადური. თუმცა სტუმრებს კვლავ დააკლდებიან: გლენ ლოოვენსი (მცველი), ადამ მეტიუსი (მცველი), კრის კომონსი (ნახევარმცველი) და ჯო ლედლი (ნახევარმცველი).
    უფასო პროგნოზი – ჰანდიკაპი: სენტ ჯონსტონი (+1.5)
     Free bet – Handicap Result: St. Johnstone (+1.5)




     სტატია მომზადებულია გუნდების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე დაყრდნობით.

Portsmouth – Southampton Preview

December 18, 2011 Leave a comment
    ”პორტსმუთმა” ბოლო ორ ტურში მოპოვებული ექვსი ქულის წყალობით დააღწია თავი გასავარდნ ზონას და შინ ჩემპიონატის ლიდერთან დაპირისპირებას მშვენიერ ხასიათზე ხვდება. მასპინძლებს დიდი იმედი აქვთ რომ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებენ ლაიამ ლოურენსი და ლუკ ვერნი, რომლებმაც გაიარეს რეაბილიტაციის კურსი და უკვე სრული დატვირთვით შეუდგნენ ვარჯიშს. ფაქტია რომ ახალი მთავარი მწვრთნელის მაიკლ ეპლეტონის დანიშვნის შემდეგ გუნდი გაცილებით უკეთ გამოიყურება და სულაც არ იქნება გასაკვირი “წმინდანებს” ქულებს თუ აართმევენ.
    ”საუთჰემპტონს” კი საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. სტუმრებს დღეს მოედანზე გასვლა არაერთი წამყვანი მოთამაშის გარეშე მოუწევთ. დანიელ სიბორნს და დევიდ კონოლის “პორტსმუთთან” დაპირისპირების გამოტოვება მოუწევთ. ასევე საეჭვოა მატჩში გუნდის ძირითადი გოლკიპერის კელვინ დევისისა და რიჩარდ ჩეპლოუს მონაწილეობაც.
    უფასო პროგნოზი – 1X
     Free bet – 1X




     სტატია მომზადებულია გუნდების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე დაყრდნობით.

Fulham – Bolton Preview

December 17, 2011 Leave a comment
    ”ფულემმა” ყველასათვის მოულოდნელად გასულ კვირაში ვერ მოახერხა საკუთარ მოედანზე დანიური “ოდენსეს” დამარცხება და გამოეთიშა ევროპის ლიგის გათამაშებას. ლონდონელები პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ და თითქოს წყნარად უნდა მიეყვანათ თამაში ბოლომდე მათთვის სასურველი შედეგით, მაგრამ კონცენტრაციის დაკარგვის გამო გუნდი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლები დაისაჯნენ და ახლა მათ მთავარ საზრუნავად ინგლისის პრემიერლიგაში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება დარჩათ. აღსანიშნავია რომ “ფულემს” ტრამვირებული ყავს ძირითადი გოლკიპერი მარკ შვარცერი, რომელიც სავარაუდოდ ვერ შეძლებს დღეს მოედანზე გამოსვლას. თუ გავითვალისწინებთ რომ ლონდონელებს ავსტრალიელის გარდა სხვა მაღალი დონის მეკარე არ ჰყავთ კარის მშრალად შენახვა ალბათ ძალიან უნდა გაუჭირდეთ.
    ”ბოლტონი” კი მიუხედავად იმისა რომ ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის ბოლოში იმყოფება საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და შეუძლებელია უბრძოლველად დათმოს ადგილი პრემიერლიგაში. სტუმრებმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა წააგეს და დღეს ძალიან ცუნ განწყობაზე მყოფ “ფულემთან” შეეცდებიან ქულების აღებას.
    უფასო პროგნოზი – “ბოლტონი” გაიტანს გოლს
     Free bet – second team will score




     სტატია მომზადებულია გუნდების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე დაყრდნობით.
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 221 other followers